ვლადიკავკაზში რუსეთ–საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ვლადიკავკაზში რუსეთის უშიშროების ფედერალური  სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთ–საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს, იტყობინება 30 ოქტომბერს “ინტერფაქსი”.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რესპუბლიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმირ შვეცოვმა და სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა სერგეი დოროფეევმა. შეხვედრის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version