ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი დსთ–დან გამოსვლის საკითხს აყენებს

დღეს პარლამენტის ბიურომ განიხილა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის მომზადებული დადგენილების პროექტი დსთ–დან საქართველოს გამოსვლის თაობაზე და გადაწყდა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში კონსულტაციები გაიმართება.


“სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტი განიხილავს ჩვენს ინიციატივას“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კახა კუკავამ.

თუმცა პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, უმრავლესობა სიფრთხილეს იჩენს დსთ–დან გამოსვლის თემასთან დაკავშირებით, რადგან ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოება არ დააზარალოს.


“ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს საქართველოსთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, ოპოზიციას კი ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემონსტრაციულად“, – განაცხადა მან.

Exit mobile version