ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს შეაფასებს

საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში ევროპის საბჭოც ჩაერთვება, იტყობინება ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი 26 ოქტომბერს.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე სამთავრობო კომისიასთან ერთად ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჯგუფის სამი ექსპერტი იმუშავებს. 


აღნიშნული კომისიის მიერ შემუშავებული საბოლოო პროექტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას სამართლებრივი დასკვნისთვის.


გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობის თაობაზე ევროპის საბჭომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნის საფუძველზე მიიღო.


პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი ახალ ვადებს ადგენს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების უმნიშვნელო შეზღუდვას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version