რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზების აღება ყველა სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში შეეძლებათ

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზების აღება 19 ოქტომბრიდან საქართველოს ყველა სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში შეუძლიათ, იტყობინება სასაზღვრო პოლიცია 26 ოქტომბერს.


მანამდე რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად გამარტივებული წესით ვიზების აღება შეეძლოთ მხოლოდ საქართველოს აეროპორტებში, პორტებსა და ზემო ლარსის საკონტროლო-გამტარ პუნქტზე, რომელიც 11 ივლისიდან ჩაკეტილია რუსული მხარის მიერ.


“აღნიშნული ცვლილება ბოლო დროს [რუსეთთან] განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე იქნა მიღებული“, –  აცხადებს სასაზღვრო პოლიცია.


აღსანიშნავია, რომ რუსეთმა 3 ოქტომბრიდან საქართველოსთან ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტა და ორ ქვეყანას შორის გადაადგილება მხოლოდ სატრანზიტო მარშრუტებით არის შესაძლებელი.  


 

Exit mobile version