საგარეო უწყება კოდორის ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო “ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს 25 ოქტომბერს ზემო აფხაზეთში, სოფელ აჟარის მიდამოებში ტყვარჩელის რაიონის მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ვანო მერაბიშვილსთვის “გრადის” ტიპის დანადგარიდან ცეცხლის გახსნის გამო.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს აღნიშნულ ფაქტს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც ემსახურება კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“ამასთან ჩვენ განვიხილავთ ამ ინცინდენტს, როგორც აფხაზური მხარის აგრესიული ზრახვების განხორციელების მცდელობას“, – ნათქვმია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ეს ფაქტი “კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის სამშვიდობო ძალების დანაშაულებრივ უმოქმედობაზე და ადასტურებს ქართული მხარის მიდგომის სისწორეს კონფლიქტის ზონაში მათ ყოფნასთან დაკავშირებით“.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version