აფხაზი დეპუტატები მოსკოვს სტუმრობენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან ბუთბა მოსკოვს სტუმრობენ, იტყობინება “აფსნიპრესი“ 23 ოქტომბერს.


აფხაზი დეპუტატები მოლაპარაკებებს გამართავენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე დე ფაქტო პარლამენტის მიერ 18 ოქტომბერს მიღებულ მიმართვასთან დაკავშირებით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version