აფხაზური ორგანიზაციები ბაღაფშს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს თხოვენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაციები დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით, იუწყება “ინტერფაქსი“ 16 ოქტომბერს.


ამავდროულად, მიმართვაში, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა, აფხაზური ორგანიზაციები ითხოვენ რუსეთთან გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარებას.


რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს “სამხედრო–პოლიტიკური კავშირის დამყარება, აფხაზეთის სავალუტო, საბაჟო და სასაზღვრო კავშირი რუსეთთან, აფხაზეთის მიერ საგარეო, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის რუსეთთან კოორდინირებულად წარმოება“, – იუწყება “ინტერფაქსი“ მიმართვის ტექსტზე დაყრდნობით.

Exit mobile version