სემნები: რუსეთის სამშვიდობო როლი შეირყა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ EUobserver.com -ს განუცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საქართველოს მიმართ ძირი გამოუთხარა მოსკოვის, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში.     


“ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ არის სამშვიდობო ოპერაციების და მოლაპარაკებების ფორმატის ნეიტრალური მონაწილე… ამჟამინდელი სტატუს ქვო არ არის საიმედო, ფაქტიურად, ეს სტატუს ქვო კი არ არის, არამედ ის თანდათან უარესდება“, – განაცხადა სემნებიმ.


თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია “ერთიანი პოზიცია“ სამშვიდობოების მივლენის ან “მოლაპარაკებების ოფიციალურ ფორმატებში თავისი როლის მოძებნასთან დაკავშირებით“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version