ზემო აფხაზეთის მონიტორინგი განახლდა

11–13 ოქტომბერს ზემო აფხაზეთში/კოდორის ხეობა რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონიტორინგს განახორციელებენ, იუწყება “აფსნიპრესი“ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურის სერგეი ჩაბანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხეობაში განხორციელებული საპოლიციო სპეცოპერაციის შემდეგ სოხუმმა და მოსკოვმა მონიტორინგის განახლება მოითხოვა, მაგრამ თბილისი ამ პროცესში თავდაპირველად მხოლოდ გაეროს დამკვირვებლების მონაწილეობას დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა და 2 ოქტომბერს თანხმობა განაცხადა რუსი სამშვიდობოების მონაწილეობაზეც.


ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 2003 წლის ივნისიდან იყო შეწყვეტილი. 


 



 

Exit mobile version