ნატოს წარმომადგენელი საქართველოს ხელმძღვანელობას ხვდება

10–12 ოქტომბერს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ სიმონსი, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება,  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებთან შეხვედრებს მართავს.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მამუკა კუდავას განცხადებით, რობერტ სიმომსის ვიზიტი მიზნად ისახავს ინტენსიური დიალოგის ფორმატში ნატო–საქართველოს ურთიერთობების დაგეგმვას. 


კუდავას ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 5 მაღალი დონის კონსულტაცია, რომელიც გაიმართება 26+1 ანუ ნატო–საქართველოს ფორმატში დაგეგმილი შეხვედრების პარალელურად. ამ შეხვედრებზე შეფასდება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.


ნატო საქართველოსთან ურთიერთობაში ინტენსიური დიალოგის ფაზაზე 21 სექტემბრიდან გადავიდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version