სადამკვირვებლო ორგანიზაცია ოთხ ქალაქში ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

სადამკვირვებლო ორგანიზაციის “ახალი თაობა – ახალი ინციატივა“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, ოთხი ქალაქის (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი) ადგილობრივი საკრებულოების მანდატების უმეტესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა.


ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქების მიხედვით 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას აგვიანებს. ცესკომ მხოლოდ თბილისის და 26 საარჩევნო ოლქის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ყველგან დიდი უპირატესობით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა.


ქვემოთ, მოცემულია დიდ ქალაქებში ხმების პარალელური დათვლის შედეგები:


ქუთაისი
ნაციონალური მოძრაობა – 74,76%
რესპუბლიკელების და კონსერვატორების კოალიცია – 11,48%
ლეიბორისტული პარტია – 6,31%
მრეწველები – 4.25%
 
ბათუმი

ნაციონალური მოძრაობა – 59,42%
რესპუბლიკელების და კონსერვატორების კოალიცია – 25,82%
ლეიბორისტული პარტია – 8,53%
მრეწველები – 3.27%


რუსთავი
ნაციონალური მოძრაობა – 71,17%
ლეიბორისტული პარტია – 12,51%
მრეწველები – 9.68%
საქართველოს გზა – 3,04%


ფოთი
ნაციონალური მოძრაობა – 71,59%
რესპუბლიკელების და კონსერვატორების კოალიცია – 16,46%
მრეწველები – 3.66%
საქართველოს გზა – 3%


“ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”–მ თბილისში განახორციელა ხმების პარალელური დათვლა და ამ დათვლისა და ცესკო ოფიციალურ შედეგებს შორის არსებულმა ცდომილებამ 1%-ზე ნაკლები შეადგინა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version