ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისსა და მოსკოვს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპის პოლიტიკის საკითხებში ჯეფ ჰუნმა მოუწოდა რუსეთსა და საქართველოს გამოიჩინონ თავშეკავება და მწვავე განცხადებების გაკეთებას თავი აარიდონ, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისთვის.


ჯეფ ჰუნმა, რომელიც 9-10 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ “გაერთიანებულ სამეფოს სურვილია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული სირთულეები დაუყვონებლივ მოგვარდეს“. 


“ჩვენ რუსულ მხარეს განვუცხადეთ, რომ სასურველია, რაც შეიძლება სწრაფად მოხსნას მის მიერ დაწესებული სანქციები. მაგრამ, ასევე ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად მოიქცევა“, – აცხადებს ჯეფ ჰუნი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


“დიდ ბრიტანეთს მტკიცედ სჯერა, რომ იმ სერიოზული და გამომწვევი საკითხების მოგვარება, რომლებიც ამ დაპირისპირების საფუძველს წარმოადგენს, მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მონაწილებით იქნება შესაძლებელი, რომელთაც ერთად უნდა იმუშავონ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, რათა ურთიერთმისაღებ გამოსავალს მიაღწიონ“, – დასძინა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version