“მემორიალი“: რუსეთი რასობრივ დისკრიმინაციაშია დამნაშევე, საქართველო – უპასუხისმგებლო პოლიტიკაში

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა გავლენიანმა ორგანიზაციამ  “მემორიალმა” მკაცრად გააკრიტიკა ქართული და რუსული მხარეები ჯაშუშების სკანდალის შედეგად წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რამაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში მწვავე კრიზისი გამოიწვია. 


ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა “რეალობის და ძალთა თანაფარდობის გრძნობა“, მაშინ როცა საჯაროდ გამოააშკარავა რუსი ჯაშუშები. “მემორიალმა” საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა გამოაქვეყნოს რუსი ოფიცრების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები.


თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის პასუხი “კოლექტიური პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს დააკისროს საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომელიც რუსეთს არ მოსწონს, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ნორმების და პრინციპების უგულვებელყოფას. კონკრეტული ერის მიმართ განხორციელებული აკრძალვები და შეზღუდვები – ამ შემთხვევაში ქართველების მიმართ – სხვა არაფერია, თუ არა რასობრივი დისკრიმინაცია“.


“მემორიალი“ აცხადებს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა გამოიწვევს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას, არამედ “საფუძველს ჩაუყრის მტრობას რეგიონალურ საერთაშორისო ურთიერთობებში”.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version