ცხინვალის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მესამე კანდიდატსაც სურს

ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ინალ ფუხაევმა ოფიციალურად მიმართა დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


იგი უკვე მესამე კანდიდატია დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის და დამოუკიდებელი კანდიდატის ოლეგ გაბოძის შემდეგ, ვინც ოფიციალური განაცხადი გააკეთა 12 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე.


არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე ქართულ-ოსური კავშირის “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა, თუმცა მისი რეგისტრაციის საკითხი ჯერ გარკვეული არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version