სააკაშვილი: აფხაზეთი აღარ არის ექსკლუზიურად სეპარატისტების ხელში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დამატებითი დასახლებების გაშენებას გეგმავს ზემო აფხაზეთში, რათა “მთელი ზემო აფხაზეთი თითქმის მთლიანად ავითვისოთ და საზღვარი გავაკონტროლოთ“.


“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ჩრდილოეთიდან შესაძლო აგრესიის შესაკავებლად და მეორე, იმისათვის, რომ აღარავის არ ჰქონდეს პრეტენზია, რომ კოსოვოს სცენარით აფხაზეთს გამოყოფს, იმიტომ რომ აფხაზეთი აღარ არის ექსკლუზიურად სეპარატისტების ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version