რუსეთის სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მოსკოვს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრები გადასცა, სათათბირო 4 ოქტომბერს მაინც იმსჯელებს საქართველოსთან ურთიერთობებზე და შესაბამის განცხადებას მიიღებს.
“იმიტომ, რომ სიტუაცია, სამწუხაროდ, იძაბება სააკაშვილის რეჟიმთან და სახელმწიფო სათათბირო საჭიროდ თვლის ამაზე რეაგირებას“, – განუცხადა გრიზლოვმა 3 ოტომბერს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, იგი “დიდი პატივისცემით” ეპყრობა ქართველ ხალხს, “მაგრამ ქართველმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს ის, ვინც მათ უნდა უხელმძღვანელოს. ის სანქციები, რომელიც [რუსეთის] აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შემოიღო, მიმართულია სააკაშვილის რეჟიმის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.