ევროკავშირის “ტროიკა“ საქართველოს სტუმრობს

ევროკავშირის “ტროიკამ“, რომელიც თბილისს 2 ოქტომბერს ეწვია და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ტექსტის შეთანხმების თაობაზე.


სამოქმედო გეგმის ფორმალური მიღება დაგეგმილია 14 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოზე, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 


ევროკავშირის “ტროიკამ“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  ბენიტა ფერერო-ვალდნერი – ევროკომისარი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ერკი ტუომიოია – ფინეთის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიუნტერ გლოსერი – გერმანიის ფედერაციული რესპულიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე, სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების ფინანსურ ინსტრუმენტებზე.


“ევროკავშირი და საქართველო, გამოხატავენ მზადყოფნას, სრულიად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა გააძლიერონ ურთიერთობები და ხელი შეუწყონ მხარეებს შორის თანამშრომლობას ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამ მიზნით, მხარეები ადასტურებენ საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგების საკითხებში თანამშრომლობის აუცილებლობას, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას, ასევე მომავალში, მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარებას“, – ნათქვამია “ტროიკასა“ და საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.


ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version