ბუშმა და პუტინმა საქართველოს საკითხი განიხილეს

2 ოქტომბერს აშშ–ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც საქართველოს საკითხიც განიხილეს, ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

“საქართველოსთან მიმართებაში რუსული მხრიდან აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მიუღებელი და საშიშია მესამე ქვეყნის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ აღიქვას, როგორც თავისი დესტრუქციული პოლიტიკის წახალისება”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


ამავე ცნობით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version