რუსეთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების წასაყვანად თვითმფრინავს აგზავნის

2 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი დაეშვა, რომლითაც საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი მოსკოვში გაემგზავრება, იტყობინება ტელეკომპანია “იმედი“.


რუსი ოფიცრების გადაცემის პროცესს ეუთო ხელმძღვანელობს. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი ამჟამად თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებებს მართავს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version