სეპარატისტები ე.წ საპარლამენტო ასამბლეას ქმნიან

დღეს სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ე.წ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ, რომლის შტაბბინაც მოსკოვში განთავსდება, იტყობინება 30 სექტემბერს “აფსნიპრესი“.


ამავე ცნობით, ე.წ  საპარლამენტო ასამბლეა იმუშავებს პოლიტიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე და სამი სეპარატისტი ლიდერის მიერ 14 ივნისს ხელმოწერილი დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version