კოკოითს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის 12 ნოემბრის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განაცხადით დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთმა კანდიდატმა ოლეგ გაბოძემ მიმართა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ინფორმაციით, გაბოძე “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა; უმუშევარი“ და იგი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მისი სხვა მონაცემები არ ვრცელდება.


ე.წ  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი უკვე წარადგინა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.


არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე ქართულ-ოსური კავშირის “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა.


თუმცა 30 სექტემბერს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ მხოლოდ ორმა კანდიდატმა  – კოკოითმა და გაბოძემ – მიმართეს დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version