რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა სერგეი მირონოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ნაადრევია საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური სანქციების ამოქმედება, იუწყება “რია ნოვოსტი”.
“დასაწყისში საჭიროა, რომ კონფლიქტის სანქციების გარეშე მოგვარებას, პოლიტიკურ დონეზე შევეცადოთ“, – აღნიშნა მირონოვმა, თუმცა დასძინა, რომ არ გამორიცხავს “ნებისმიერ” საპასუხო ზომას.
რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისმა 27 სექტემბერს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4 რუსი ოფიცერი დააკავა.
სერგეი მირონოვმა 28 სექტემბერს არ გამორიცხა, რომ თბილისის ამ “პროვოკაციულ“ ქმედებებს ომის დაწყება გამოეწვია.