საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ამოწურა საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები.
“რუსეთს არანაირი სანქციების რეზერვი აღარ აქვს დარჩენილი. ყველა სანქცია, რომელიც კი შეეძლო აემოქმედებინა, უკვე ამოქმედებულია“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში.