კარასინმა და არნომ მოსკოვში აფხაზეთის საკითხი განიხილეს

26 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჟან არნოს შეხვდა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხები და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უახლოეს ხანებში განსახილველი რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფხაზეთის საკითხს ეხება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version