პუტინი: რუსეთი მზად არის გარანტის როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მზად არის იყოს გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული “გაყინული“ კონფლიქტების მოგვარების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებში.


“ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დარეგულირების საფუძველი უნდა იყოს დიალოგისკენ და კომპრომისისკენ მისწრაფება. თუ ასეთ პოლიტიკურ ნებას კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე გამოიჩენს, მაშინ იქნება შედეგიც“, – განაცხადა 23 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პარიზში, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან ქართველი კოლეგა, მიხეილ სააკაშვილი დაახასიათა, როგორც ემოციური ადამიანი, “თანაც ის განიცდის თავისი ქვეყნის გამო, იმ სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია სახელმწიფოში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version