პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გერმანიაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგისა და  ბუნდესრატის პრეზიდენტებთან, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.


ნინო ბურჯანაძე გერმანიაში ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.


პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში 24 სექტემბერს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version