სააკაშვილი აშშ–ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ–ში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 61–ე სესიის მუშაობაში.


22 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოში მოუგვარებელი კონფლიქტების თაობაზე ისაუბრებს.


18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო აღარ შეეგუება კონფლიქტების არსებობას თავის ტერიტორიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version