ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შეშფოთება გამოხატა ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის გამო და ამომრჩეველს 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აქტიურობისაკენ მოუწოდა.
“მოვუწოდებ ამომრჩეველს მოვიდეს 5 ოქტომბრის არჩევნებზე და მე თუ არა, ნებისმიერ სხვა ოპოზიციას მიცეს ხმა და არა ხელისუფლებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ნეობოლშევიკურ, ნეოსტალინურ და ნეოკომუნისტურ” მეთოდებს იყენებს, რაც “ქართველი ერის გამასხარავებაა“ და უკან გადაგმული ნაბიჯია.
“მე უარს ვეუბნები ასეთ საქართველოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.