ოპოზიცია უგულავას არამაჟორიტარად წარდგენას აპროტესტებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რესპუბლიკურ–კონსერვატიული ბლოკის სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მმართველი პარტიის კანდიდატს, მოქმედ მერს გიგი უგულავას თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭი იყაროს არა როგორც მაჟორიტარმა, არამედ პარტიული სიით.


ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის განმარტებით, საარჩევნო კოდექსი ასეთ წესს არ ითვალისწინებს და ცესკო–მ ეს გადაწყვეტილება სპეციალურად გიგი უგულავას მოარგო.


“ჩვენ გვყავს მშიშარა მერი, რომელიც შეჯიბრს გაურბის“, – განაცხადა 12 სექტემბერს კონსერვატორების ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გლდანის მაჟორიტარული ოლქიდან კობა დავითაშვილმა .


გიგი უგულავას ოპოზიციის პრეტენზიებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version