სააკაშვილი პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა, სადაც 6-9 სექტემბერს დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


ფორუმზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ასევე სუამის [საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა] ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version