ბურჯანაძე სამართლიანი არჩევნების ჩატარებას პრიორიტეტად მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლოესი კვირების განმავლობაში იქნება სამართლიანი და დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება 5 ოქტომბერს.


“მე, საქართველოს პარლამენტის სახელით ვაცხადებ, რომ  ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ობიექტურად. ჩვენ დავაგზავნეთ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჩვენს მეგობარ პარლამენტებში თხოვნა, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა არსებობდეს საერთაშორისო გარანტიები იმისათვის, რომ არჩევნები იქნება მართლაც გამჭვირვალე და ობიექტური“, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version