კოკოითმა და ბაღაფშმა ურთიერთდახმარების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა ედუარდ კოკოითმა და სერგეი ბაღაფშმა დღეს სატელეფონო საუბარში ცხინვალსა და სოხუმში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სეპარატისტთა ლიდერებმა ასევე განიხილეს 3 სექტემბერს ქართულ ვერტმფრენთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი და კონფლიქტურ ზონებში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ურთიერთდახმარების დეტალები დააზუსტეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version