თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტს 12 ნოემბერს აირჩევენ, იტყობინება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 1 სექტემბერს.
მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გარდა არავის გამოუთქვამს საჯაროდ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
საქართველოს ეს თვითგამოცხადებული რეგიონი წელს ასევე გეგმავს დამოუკიდებლობის თაობაზე კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვას.