ლიბერალიზებული საბაჟო ტარიფები ამოქმედდა

1 სექტემბრიდან ახალი საბაჟო განაკვეთები  – 0; 5 და 12%–იანი  – შევიდა ძალაში. დღემდე 16 საბაჟო განაკვეთი (6–დან 30%–მდე) მოქმედებდა.


მთავრობის განცხადებით, საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაცია სამომხმარებლო საქონელზე ფასების კლებასა და ინვესტიციების მოზიდვას განაპირობებს.


“პროდუქციის დიდ ნაწილზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი იქნება, გარდა სოფლის მეურნეობისა და იმ პროდუქციისა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იწარმოება, რადგან ჩვენ არ გვინდა დამატებითი კონკურენცია შევუქმნათ ადგილობრივ წარმოებას. ეს ჩვენი პარლამენტისა და მთავრობის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა 31 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს.


ახალი წესების თანახმად, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის 90% მთლიანად გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. 5 და 12%–იანი განაკვეთებით კი ძირითადად დაიბეგრება სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო მასალები.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version