ნოღაიდელი ღვინის მწარმოებლებს შეხვდა

პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 29 აგვისტოს ქართველ ღვინის მწარმოებლებს შეხვდა რათა ის პრობლემები განეხილა რაც შესაძლოა რთველის მოახლოებასთან ერთად ყურძნის მწარმოებლებს შეექმნათ.


მარტში რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის შემდეგ კერძო კომპანიების მოთხოვნა ყურძენზე მნიშვნელოვნად შემცირდა, აცხადებს ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან კობერიძე პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.


მოსალოდნელია რომ წელს ყურძნის მოსავალი 85 ათასი ტონა იქნება. აქედან ღვინის მწარმოებელი კომპანიები 30 ათას ტონას თუ შეიძენენ.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, 25 ათას ტონას ”ე.წ საკონიაკე სპირტის დასამზადებლად წავა” ხოლო 20-25 ათას ტონას წვენის მწარმოებლები ჩაიბარებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version