We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილი ამერიკელ სენატორებთან ერთად რეგიონებს სტუმრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამერიკელ სენატორთა დელეგაციასთან ერთად საქართველოს რეგიონებს სტუმრობს, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად აშშ-ის პოტენციურ მომავალ პრეზიდენტს სტუმრობს, მიანიშნა რა სენატორ ჯონ მაკკაინზე.


”შარშან ჩვენ გვქონდა პატივი გვემასპინძლა ამერიკის პრეზიდენტისთვის [ჯორჯ ბუში] და თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, დიდი ალბათობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ამერიკის მომავალ პრეზიდენტს [სენატორ მაკკეინს]. და თუ გავითვალისწინებთ სხვა სენატორების ასაკს [მიანიშნა დელეგაციაში შემავალ სხვა სენატორებზე], ჩვენ შეიძლება ვმასპინძლობთ ამერიკის სხვა შესაძლო პრეზიდენტებსაც. ასე რომ საქართველო პრეზიდენტების სამჭედლოა,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მცხეთაში სასამართლოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც ამერიკელი სენატორებიც ესწრებოდნენ.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სენატორი მაკკეინი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია.


აშშ-ს სენატორთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ჯონ მაკკეინი, საქსბი ჩამბლისი, ლინდსი გრეჰამი და მელ მარტინესი, საქართველოში 26 აგვისტოს ჩამოვიდა. დელეგაცია სვანეთს და აჭარასაც ეწვევა.

This post is also available in: English Русский

Back to top button