ახალ მემარჯვენეებს ბოიკოტის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

ოპოზიციური პარტია ახალ მემარჯვენეებს  ჯერ საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რა პოზიციას დაიკავებს საპარლამენტო სხდომების ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით, იუწყება გაზეთი „რეზონანასი“ 25 აგვისტოს.
 
საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი 31 მარტს  შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების, საარჩევნო კოდექში ცვლილებების შეტანისა და  მერების პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნით გამოაცხადა. თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  
გაზეთის ცნობით ოპოზიციური ფრაქციები დემოკრატიული ფრონტი და მრეწველები სხდომაზე შესვლას ემხრობიან.
 
„მოულოდნელი იყო გაკეთებული განცხადებები, რომ ოპოზიცია ბოიკოტის შეწყვეტაზე ფიქრობს. ჩვენ სამმა ფრაქციამ ერთობლივად გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ალბათ ერთობლივი კონსულტაციებით უნდა გადაგვეწყვიტა ეს საკითხი“, – აცხადებს ახალი მემარჯვენეების წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version