ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ზემო ლარსის გახსნას ითხოვს

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდნეტი თეიმურაზ მამსუროვი აუცილებლად მიიჩნევს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის დროულად გახსნას, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ 25 აგვისტოს.
 
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდნეტმა რუსეთის შესაბამის უწყებებს მიმართავს თხოვნით მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც გათვალისიწნებული იქნება მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის იმ პირებისა, რომელბიც ამჟამად ყაზბეგის რაიონში ნათესავებთან იმყოფებიან.
 
რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 8 ივლისს სარემონტო სამუშაოების მოტივით დაკეტა. თუმცა, ქართულმა მხარემ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version