ქართულმა მხარემ ცხინავლის რეგიონში სამშვიდობო ქვოტის შევსება დაიწყო

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართულ სამშვიდობო ძალებში დღეს არსებული კონტიგენტის შევსება დაიწყო, რის შედეგადაც ქართველი სამხედროების რაოდენობა 100-ით გაიზრდება და 412 გახდება.


„ეს არ არის რაიმე დამატებითი ძალების მობილიზება ან ახალი საგუშაგო პოსტების გახსნა, ქართული მხარე თავის კუთვლი ქვოტას ავსებს“, – აცნობეს „სივილ ჯორჯიას“ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.


არსებული ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებს – რუსულ, ჩრდილოეთ ოსურ და ქართულ მხარეებს, თითოეულს 500 სამშვიდობოს ყოლის  უფლება გააჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version