დღეს დილით წალკის ტერიტორია რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა თერთმეტმა ვაგონმა დატოვა. ეშელონი წალკიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეშელონში ერთი ტანკი T-72, ხუთი BTR-70, ორი BTC-4 და ასევე რეაქტიული ჭურვები იყო მოთავსებული: 122 მმ. სამოცდაათი ტონა, ხოლო 152 მმ. ოთხმოცდათორმეტი ტონა.
რუსული ტექნიკით დატვირთულმა მორიგმა ეშელონმა საქრთველო დატოვა
