თბილისი გაკვირვებას გამოთქვამს ბორდიუჟას განცხადებაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისას ად ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებაზე, რომ შესაძლოა ამ ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებმა მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარებაში.


„ამგვარმა განცხადებამ შეიძლება მხოლოდ გაკვირვება გამოიწვიოს. ბატონ ბორდიუჟას ეტყობა დაავიწყდა, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია აღარ არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული ამ გაერთიანების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მას არანაირი ძალა არ ექნება“, – ნათქვმია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის 21 აგვისტოს განცხადებაში.

Exit mobile version