ჩეჩელაშვილმა და ჰოლცემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი 21 აგვისტოს თბილისში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს ტორბენ ჰოლცეს შეხვდა.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები და იმსჯელეს ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების სამომავლო გეგმებზე.

Exit mobile version