ადიგენის რაიონში ცეცხლის ჩაქრობა კვლავაც ვერ ხერხდება

ადიგენის რაიონში, აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ტყესთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე აღარ ემუქრება.
 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლმა 500 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.
 
ქართველ მეხანძრეებს დახმარებას 16 აგვისტოდან თურული მხარე სპეციალური თვითმფრინავებით უწევენ.

19 აგვიტსოდან  იგეგმება რომ ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ორი უკრაინუი თვითმფრინავი ჩაერთვება.
 
17 აგვისტოს ქართულმა მხარემ დახმარებისთვის ასევე რუსეთს მიმართა, რაზეც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინიტრომ მზადყოფნა გამოხატა თვითმფრინავი „ილიუშინ-76“ და ვერტმფრენი მი-26 გამოეგზავნა საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად. თუმცა მოგვიანებით ქართულმა მხარემ დახმარებაზე ცეცხლის საკუთარი ძალებით ლოკალიზების მოტივით უარი განაცხადა.

Exit mobile version