გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებაზე საუბრობს

თბილისში ვიზიტად მყოფი გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარ ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, კომისარიატი მზად არის საქართველოს ხელისუფლებას დახმარება გაუწიოს დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებაში, ასევე აქტიურად ითანამშრომლოს მთავრობასთან დევნილთა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საქმეში.
 
გუტიერეშის განცხადებით, ქვეყანაში მცხოვრებ დევნილებს უნდა ჰქონდეთ გადაადგილების და ცხოვრების უსაფრთხოების გარანტიები.
 
„ხშირად დევნილთა დაბრუნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და თავისთავად პოლიტიკურად ვერ მივიღებთ მონაწილეობას დევილთა დაბრუნებაში, თუმცა ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერა აღვუთქვათ და დავეხმაროთ დევნილებს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებაში“, – განაცხადა დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მინისტრ გიორგი ხევიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ანტონიუ გუტიერეშმა.
 
დევნილთა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე მარტში შექმნილი სამთავრობო კომისია მინისტრ გიორგი ხევიაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს.


სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის მთავარი პრიორიტეტები დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესება, მათი დასაქმება, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა სავრაუდოდ შემოდგომაზე დასრულდება. სტრატეგიის შემუშავებასა და შემდგომ განხორცილებაში სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთან ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატია.
 
დღესვე ანტონიუ გუტიერეში საქართველოს პრეზიდნეტს, პრემიერ-მინისტრს შეხვდება. 19-20 აგვისტოს ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი ეწვევა სოხუმს, გალს, ზუგდიდს, ცხინვალსა და პანკისის ხეობას.

Exit mobile version