ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას სარიშვილი ჩაუდგა სათავეში

დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „იმედის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომლის თავმჯდომარედ ირინა სარიშვილი აირჩიეს.


„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ დეფიციტს, რასაც დღეს ოპოზიცია განიცდის, ანუ რადიკალური ოპოზიციის დეფიციტს, ჩვენი ორგანიზაცია არა თუ შეავსებს, არამედ ამ პოზიციის ბოლომდე გატარებას ძალიან წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა დღეს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე ირინა სარიშვილმა. 


ირინა სარიშვილი, რომელიც 2003 წლამდე ბოლო ათი წლის განმავლობაში ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მომხრეების გვერდით იდგა. რევოლუციის შემდეგ პარტიის საბჭომ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით, სარიშვილი     უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის,საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის სახელობის ახლადდაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.

Exit mobile version