ავსტრიაში საქართველოს 52 მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში სამართალდამცავებმა საქართველოს 52 მოქალაქე დააკავეს. ეს ინფორმაცია დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმაც დაადასტურა.


მინისტრის თქმით, ავსტრიიდან უკვე მიღებულია შეტყობინება და წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ქურდობა ედება. უმეტესობა ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.


ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავებულთა ვინაობა. მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში ავსტრიიდან დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.


გასული წლის ივნისში ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ასევე დააკავეს საქართველოს 41 მოქალაქე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version