სააკაშვილი მოქალაქეებს რეზერვისტთა ბანაკებში სამსახურს ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს მოუწოდებს გაიარონ ორკვირიანი სამხედრო სწავლება რეზერვისტთა ბანაკებში, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ „თავინთი სამშობლოს დაცვა“.


 „ყველა ადამიანს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ გავიწვიოთ რეზერვისტებში. ეს ორი კვირა მათ ძალიან ბევრ რამეს მისცემს. იმ პირობებში, როცა საქართველოს კბილებს უღრჭიალებენ ძალიან სერიოზულად და ეს უკვე თამაშები არ არის, ჩვენ უნდა შეგვეძლოს რამდენიმე თვეში მინიმუმ ასი ათასი ადამიანის გამოყვანა, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება“, – განაცხადა 10 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში, სადაც ის უკვე ერთი კვირაა სამხედრო სწავლებას გადის.  


„ჩვენ გვყავს საკმაოდ პატარა შეიარაღებული ძალები, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს რეგიონში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საქართველომ უნდა გამოიყენოს ტოტალური თავდაცვის მექანიზმები. ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა იყოს ათობით ათასი და ალბათ ასობით ათასი მოქალაქე, რომელიც მზად იქნება  სამშობლო დაიცვას“, – დასძინა პრეზიდენტმა. 


პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს 1 სექტემბრიდან ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში კარვების ნაცვლად სტაციონალური ბანაკების დადგმა დაავალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version