შამბა კოდორის მონიტორინგზე თბილისის წინადადებას გამოეხმაურა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზური ჯარები მას შემდეგ დატოვებენ ქვედა კოდორის ხეობას, რაც თბილისი ქართულ ძალებს გაიყვანს კოდორის ზემო ნაწილიდან.


“აფხაზური ჯარები თავდაცვის ზომებს მიმართავს[ქვემო კოდორში კონცენტრაციით], რადგან ზემო კოდორის ხეობაში ქართული ძალებია განთავსებული არსებული შეთანხმებების დარღვევით “, – განუცხადა “რუსთავი 2“–ს სატელეფონო საუბარში სერგეი შამბამ.


დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი კოდორის ხეობის მონიტორინგს გაეროს დამკვირვებლების მიერ თანხმდება იმ პირობით, რომ ხეობის აფხაზური მხარის კონტროლირებად ნაწილშიც პარალელურად განხორციელდება ანალოგიური მონიტორინგი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version