ცხინვალის რეგიონში სამი პოლიციელი დაიჭრა მას შემდეგ, რაც სოფელ ავნევთან დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართული სამართალდამცავი ორგანოების კუთვნილ ავტომანქანას.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში უკვე გაემგზავრა მინისტრი მერაბ ანთაძე, რომელიც ადგილზე შეისწავლის ინციდენტის დეტალებს.