მოსკოვი თბილისს კოდორში სიტუაციის შეგნებულ დაძაბვაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანა “ძალიან საშიში სამხედრო აქციაა“, რომელიც ზიანს მიაყენებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.


“ჩანაფიქრი ამ რაიონში აფხაზეთის ე.წ “დევნილი ხელისუფლების“ განთავსების თაობაზე ჩვენს მიერ კარგად იკითხება და არ შეიძლება სხვანაირად იქნას აღქმული თუ არა ამ მგძნობიარე რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობის შეგნებული ესკალაცია“, – იუწყება რუსეთის საგარეო უწყება 2 აგვისტოს კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, ყველაფერ ამაზე რუსეთი მწვავედ რეაგირებს, რადგან რეგიონში იმყოფებიან რუსი “სამხედრო–სამშვიდობოები, ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ“.


კარასინი აცხადებს, რომ რუსეთში იზიარებენ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ დაკავებულ პოზიციას და თავიანთ როლს მშვიდობიანი დარეგულირებისა და აფხაზეთში მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხედავენ. 


“ყველა სხვა ძალისმიერი სცენარი სახიფათოა…რაც ალბათ საკადრის პასუხს მიიღებს“, – აცხადებს კარასინი.

Exit mobile version